გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  ნათია ჩიბუხაშვილი 14001008334
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი: დაწყებითი  III კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა: ირ. ევდოშვილის მოთხრობა ,, უბედური ქორბუდა,,
გაკვეთილის მიზანი:   მოთხრობის “უბედური ქორბუდა”  გაგება- გააზრება.
ქართ.III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
მოსწავლემ უნდა გამოთქვას ვარაუდები ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ, დაასახელოს პერსონაჟები, შეაფასოს მათი საქციელი, განსაზღვროს მოქმედების დრო და ადგილი.
ქართ.III.4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
მოსწავლემ თავისუფლად უნდა წაიკითხოს ნაცნობი და უცნობი სიტყვები, იპოვოს და ხმამაღლა ამოიკითხოს მასწავლებლის მიერ მითითებული ეპიზოდი ნაცნობ ტექსტში. კარგად უნდა გაიაზროს ახალი ლექსიკური ერთეულები და გამოიყენოს წინადადებებში.
ქართ.III.7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მოსწავლემ უნდა გამოხატოს ტექსტით აღძრული ემოციები, განცდები, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ. მოსწავლემ უნდა გაიხსენოს სხვა ნაწარმოები და იმსჯელოს მათ მსგავსება-განსხვავებაზე, დაასახელოს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივი და შეაფასოს მათი საქციელი.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
I ფაზა- წაკითხვამდე გამოწვევა. სამუშაო განწყობის შექმნა. გაკვეთილის მიზნის გაცნობა. გამოკითხვა ლექსის “ზამთარი”.  ზამთრის ხის მორთვა სტიკერებზე დაწერილი სიტყვებით, რომელიც ზამთარს უკავშირდება. საუბარი წელიწადის ამ დროზე. ბავშვები კითხვების დახმარებით გაიხსენებენ, თუ როგორ ატარებენ ზამთარს ცხოველები ტყეში? განსაკუთრებით რომელ ცხოველებს უჭირთ ამ დროს? როგორ შველიან ისინი თავს?

კითხვა - პასუხი. ლექსის მონაცვლეობითი წაკითხვა.
ინდივიდუალური, მთელი კლასი.
სახელმძღვანელო,ზამთრის ხე, ფერადი სტიკერები.
10წთ
2
II ფაზა-კითხვის დროს. ახალი მასალის ახსნა.
დაფაზე გაკრული ნახატის და ტექსტის სათაურის მიხედვით, ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდს თუ რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა? ნაწილობრივ ელექტრონული წიგნის  გამოყენებით  მასწავლებლი კითხულობს ტექსტს  პაუზებით, გამოითქმება ვარაუდები.
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეების მიერ. გზადაგზა აიხსნება უცნობი სიტყვები.  ბავშვები დაფაზე ქმნიან სიტყვების კედელს.
ტექსტის გაგება/გააზრებისათვის დაისმება კითხვები.
ორიენტირებული კითხვის მეთოდი. პაუზებით კითხვა, ვარაუდების გამოთქმა.კითხვა-პასუხი.
ინდივიდუალური
ილუსტრაცია ირმების. კომპიუტერი, ელექტრონული წიგნი, ფერადი ფურცლები. ჩხირები.
20წთ.
3
III- ფაზა 
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, უნდა დაასაბუთონ თავიანთი აზრი: რა ბედი ეწეოდა ცალად დარჩენილ ირემს?( დანართი 5). მიეცემათ სათანადო ინსტრუქცია, ამავე დროს კითხვების საშუალებით გავარკვევ რამდენად სწორად  გაიგეს თუ რა უნდა შეასრულონ. ახალი ლექსიკური ერთეულებით შეავსებენ წინადადებებს დაფაზე. (დანართი 6).გზადაგზა მიეცემათ განმავითარებელი კომენტარი.  შეჯამება: მოსწავლეები ისაუბრებენ რა ასწავლათ ამ მოთხრობამ, გამოხატავენ თავიაანთ დამოკიდებულებას პერსონაჟების მიმართ. გაიხსენებენ უკვე ნასწავლ მოთხრობას, სადაც ირმების მეგობრობაზეა საუბარი. შეადარებენ ამ ორ მოთხრობას ერთმანეთთან. ბოლოს მიეცემათ საშინაო დავალება.


 საშინაო დავალება:
ტექსტი კითხვით, დასაწერი: აქტივობის რვეული გვ: 50, დავალება 1.                                               


“ამომხტარი სიტყვები” პარალელების გავლება.
წყვილები, ინდივიდუალური, მთელი კლასი.
თაბახის ფურცლები, დაფა, მარკერი, პლაკატი.
15წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ქართ.III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
მოსწავლე სათაურის მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.დაასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს,შეაფასებს მათ საქციელს.
ქართ.III.4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
 თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, პოულობს და ხმამაღლა კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ტექსტში.ახალ ლექსიკურ ერთეულებს კარგად გაიაზრებს და სათანადოდ გამოიყენებს წინადადებებში.
ქართ.III.7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
გამოხატავს ტექსტით აღძრულ განცდებს, ემოციებს.შეადარებს სხვა ნაწარმოებებს და იმსჯელებს მათ მსგავსება- განსხვავებაზე. ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს და აფასებს მათ საქციელს. გამოხატავს თავის დამოკიდებულებას პერსონაჟების მიმართ.

შეფასება: გაკვეთილის მსვლელობისას ვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას და ვაწვდი ზეპირსიტყვიერ კონსტრუქციულ აღწერით უკუკავშირს. 



ხელმოწერა: ნ.ჩიბუხაშვილი
თარიღი: 4.07.2018







No comments:

Post a Comment